მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბისარეტა: “ბარსელონას” სერიოზული გამოცდა ელის”

სუბისარეტა: “ბარსელონას” სერიოზული გამოცდა ელის”

კატალონიის “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ, რომელიც დღეს კენჭისყრას თავად ესწრებოდა შედეგებზე და მომავალ ნახევარფინალურ მატჩებზე ისაუბრა, რომელსაც ესპანელები “ბაიერნის” წინააღმდეგ ჩაატარებენ. 

“ჩვენ სერიოზული გამოცდა გველის. შევეცდებით ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენოთ და არ მივცეთ მეტოქეს იმის გაკეთების უფლება, რისი გაკეთების უფლებასაც თავად გერმანელები არ მოგვცემენ.” – ციტირებს სუბისარეტას სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი. 

“ბაიერნი” – ეს ევროპული გრანდია, დიდებული ფეხბურთელებით და დიდებული მწვრთნელით დაკომპლექტებული. ეს ტოპ-კლუბია აღმაფრთოვანებელი გულშემატკივრებით და გასოცარი სტადიონით.” – დაასრულა “ბარსელონა” წარმომადგენელმა. 

აქვე შეგახსენებთ, რომ “ბაიერნი” – “ბარსელონას” პირველი დაპირისპირება მიუნხენში “ალიანზ არენაზე” 24 აპრილს გაიმართება ხოლო განმეორებითი მატჩი – ბარსელონაში 1 მაისს გაიმართება “კამპ ნოუზე”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში