”ბაიერნის” ხელმძღვანელობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, კარლ-ჰაინც რუმინეგე ისაუბრა კენჭისყრის შედეგებზე და ლიონელ მესიზე.
”კენჭყისყრით კმაყოფილები ვართ. ”ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და შესანიშნავი იქნება, მათთან ძალების გასინჯვა. თუმცა ”ბარსა” ბევრად ძლიერი მეტოქეა, ვიდრე ”იუვენტუსი”. მათ ჰყავთ მესი, რომლის ჩაკეტვა ნამდვილი გმირობაა!” – აცხადებს რუმინეგე.


