მიუნხენის “ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა მატიას ზამერმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. წილისყრის შედეგად მიუნხენის “ბაიერნი” კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდება.
“წილისყრის შედეგები შესანიშნავია. ამ წილისყრაზე ოთხი ფანტასტიური გუნდი იყო. ჩვენ გასაოცარი შეხვედრები გველის. მე ვთვლი, რომ პირველი შეხვედრა, რომელსაც ჩვენ სახლში ჩავატარებთ – მინუსია. ეს თვითონ განსაჯეთ “იუვენტუსის” მაგალითზე. მე მიმდინარე სეზონში “ბარსელონას” რამდენიმე თამაში ვნახე და ჩვენ გვესმის, რომ ორი უმაღლესი დონის მატჩის ჩატარება მოგვიწევს რათა წარმატებას მივაღწიოთ.” – განაცხადა ზამერმა.

ზამერი: “გასაოცარი მატჩები გველის”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


