პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა გუშინდელ მატჩთან დაკავშირებით.
”ჩემპიონთა ლიგიდან ისე გამოვვარდით, რომ ”ბარსელონასთან” არცერთხელ არ წაგვიგია. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ მხოლოდ შედეგით. ჩვენი გუნდი ძალიან კარგად თამაშობდა. დარწმუნებული ვარ, რომ მესის ჩვენ გუნდში თამაშის შემთხვევაში კატალონიელებს 6:0 დავამარცხებდით.” – განაცხადა ლეონარდომ.

