მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილა: “ნახევარფინალში მესიმ გაგვიყვანა”

ვილა: “ნახევარფინალში მესიმ გაგვიყვანა”

 “პსჯ”-სთან ნათამაშები ფრის შემდეგ დავიდ ვილამ აღფრთოვანება ვერ დამალა მისივე თანაგუნდელის, ლეო მესის თამაშის მიმართ.

 ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მოედანზე მატჩის მეორე ნახევარში შემოვიდა და ორმატჩიანი დუელის გადამწყვეტი გოლის გატანაში დიდი წვლილი შეიტანა. დავიდ ვილამ, რომელმაც თავის მხრივ საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში, თანაგუნდელი შემდეგი სიტყვებით შეაქო: “მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მისი არყოფნა “ბარსას” ძალიან დაეტყო, ხოლო მისი მოედანზე შემოსვლისთანავე გუნდმა შეტევა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. ეს ყველაფერი სწორედ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის დამსახურებაა. მინდა მას მივულოცა ტრამვის მოშუშება და ვუსურვო ფიზიკური კონდიციების შენარჩუნება. მისი დამხარებით ხომ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავედით.”

 ასტურიელი რამდენიმე სიტყვით მოწინააღმდეგესაც შეეხო: “ძალიან ბედნიერები ვართ. იმაზე მეტი ძალისხმევა დაგვჭირდა ნახევარფინალში მოსახვედრად, ვიდრე ველოდით. “პსჯ” რთული მეტოქე გამოდგა, მათ მწვავე კონტრშეტევები დაგვიპირისპირეს და მიზანს თითქმის მიაღწიეს. ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა და როგორ თამაშსაც მაყურებელი ელოდება ჩვენგან, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გავედით და მთავარი სწორედ ესაა.”

 მომავალ მოწინააღმდეგესთან დაკავშირებით, ვილამ შემდეგი განცხადება გააკეთა: “ნახევარფინალში ადვილი მეტოქე არ არსებობს. არ აქვს მნიშვნელობა მადრიდის “რეალი” შეგვხვდება, მიუნხენის “ბაიერნი” თუ დორტმუნდის “ბორუსია”. ყველანაირად ვეცდებით, მეტოქე მინდორზე ისეთ “ბარსელონას” დაუპირისპირდეს, რომლის დამარცხებაც შეუძლებელი იქნება.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში