workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: ექვსწლიან კონტრაქტზე უარი თავად ვთქვი

გვარდიოლა: ექვსწლიან კონტრაქტზე უარი თავად ვთქვი

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ხანგძლივ კონტრაქტზე თავად თქვა უარი. მან ასევე დიდი მადლობა გადაუხადა კლუბის ხელმძღვანელობას ნდობისათვის.

“მიხარია, რომ ამ კლუბში ვაგრძელებ მუშაობას. მე კვლავ მსურს, რომ წარმატებას “ბარსასთან” ერთად მივაღწიო, რათა გულშემატკივრები ამაყობდნენ საყვარელი კლუბით.

კლუბის ხელმძღვანელობამ ექვსწლიანი კონტრაქტი შემომთავაზა, მაგრამ მე ხანმოკლე კონტრაქტები მირჩევნია. ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. ნებისმიერ შემთხვევაში, მე მსიამოვნებს, რომ კლუბი ნდობას მიცხადებს.

ფაბრეგასის ტრანსფერს რაც შეეხება, მის გუნდში ხილვას ვისურვებდი, მაგრამ თუკი “არსენალი” მოლაპარაკებას არ დაიწყებს, სესკი ვერსად ვერ გადავა”.

“მე ჩიგრინსკის დატოვება მსურდა. ის ახალგაზრდა და პერსპექტიულია, დიდ წარმატებებს ვუსურვებ. მისი გაყიდვა ფულის საჭიროებამ განაპირობა”.

წყარო: Soccer.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში