მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრუიფი: “ცუდი მსაჯობის პრობლემას, არბიტრების რაოდენობა ვერ გადაჭრის – საჭიროა უბრალოდ ხარისხიანი მსაჯობა”

კრუიფი: “ცუდი მსაჯობის პრობლემას, არბიტრების რაოდენობა ვერ გადაჭრის – საჭიროა უბრალოდ ხარისხიანი მსაჯობა”

ყოფილმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ლეგენდარულმა იოჰან კრუიფმა განაცხადა, რომ სისტემა, რომელიც დამატებით კარს უკან მდგომ არბიტრებს ითვალისწინებს არანაირად არ ეხმარება მსაჯებს შეცდომებისგან თავი აარიდონ. 

“როდესაც ფორვარდი ხელიდან უშვებს რამდენიმე რეალურ მომენტს გატანისა, ის დიდ რისკზე მიდის და ხშირშემთხვევაში შემდეგ მატჩს სათადარიგო სკამიდან იწყებს, მსაჯების შემთხვევაში კი ასე არ ხდება. ეს არის ის რაღაც, რომელიც ახლავე უნდა შეიცვალოს. უნდა გვესმოდეს, რომ არბიტრები შეცდომებს ისევე უშვებენ, როგორც ფორვარდები საგოლე მომენტების გაფუჭებისას. მე უკვე ადრეც ვთქვი, რომ არბიტრების პრობლემა არ მოგვარდება სხვადასხვა ხალხის ჩარევის მეშვეობით.” – ამბობს კრუიფი. 

“პსჟ” – “ბარსელონასა” და “ბაიერნი” – “იუვენტუსის” შეხვედრებში ორი გოლი გავიდა თამაშგარე მდგომარეობიდან. ამ თამაშებზე მოედანზე 6-6 არბიტრი მოქმედებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია პარიზში გამართული შეხვედრა და საკმაოდ ცხადია, თუ რითი იყო დაკავებული არბიტრი, მისი დამხმარეები და ლაინსმენი. ეს სისტემა კრიტიკას ვერ უძლებს. აქ პრობლემის გადაწყვეტა რიცხოვნობით შეუძლებელია, უბრალოდ საჭიროა – ხარისხიანად მსაჯობა.” – დაასრულა ჰოლანდიელმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში