როგორც იაია ტურეს აგენტმა, დიმიტრი სელიუკმა განაცხადა, სეზონის დამთავრების შემდეგ ივუარელი ფეხბურთელი დატოვებს კატალონიურ კლუბს.
“სამწუხაროა, მაგრამ წელს იაია არც ისე ხშირად გამოდიოდა მოედანზე. შესაძლოა ეს უკავშირდება მის კონტრაქტს, რომელიც მან შარშან მოაწერა, რომლის თანახმადაც თუ ჩემი კლიენტი “ბარსას” ოფიციალური შეხვედრების 60% ან უფრო მეტს ჩაატარებდა, მაშინ კლუბი მას სოლიდურ თანხას გადაუხდიდა. “ბარსელონა” ეკონომიაზე ფიქრობდა, მაგრამ იაიამ მაინც შეაგროვა საკმარისი მატჩი, “ტენერიფესთან” შეხვედრის შემდეგ.
90% დარწმუნებული ვარ, რომ ტურე ამ ზაფხულსვე დატოვებს კატალონიას. ის პროფესიონალია და არ უნდა სხვისი ფულის დაუმსახურებლად მითვისება. მისი აზრით ეს ფული ჯობია კლუბმა გამოიყენოს ძირითადი შემადგენლობისათვის ან ახალი ფეხბურთელების შესაძენად დახარჯოს.
დამიჯერეთ ტურეს მიმართ ბევრი ევროპული ტოპ-კლუბი იჩენს ინტერესს. დღეს იაია საუკეთესოა თავის პოზიციაზე. ამის გარდა მას შეუძლია თამაში დაცვაში, გარემარბათ და ფორვარდადაც კი. ეს მან კარგად დაამტკიცა “მონაკოში” ასპარეზისას, სადაც 5 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ” დაასრულა დიმიტრი სელიუკმა.
სელიუკი:”ტურე 90% დატოვებს “ბარსას”
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.