ელ მუნდო დეპორტივოს ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს საინტერესო სტატისტიკა რის მიხედვითაც ალექს სონგი გუნდის თილისმანად ითვლება.
სანამ ზემოთხსენებულ სტატისტიკაზე მოგახსენებთ, უნდა აღვნიშნო ალექს სონგის შესანიშნავი თამაში “მალიორკას” წინააღმდეგ მან გააკეთა 115 პასი, რომლიდანაც 108 ზუსტი აღმოჩნდა, მისი პასების 94% ადრესატამდე მივიდა.
ალექს სონგი ამ სეზონში “ბარსელონას” თილისმად იქცა. მან მიიღო მონაწილეობა 14 მატჩში. ამ 14 მატჩიდან “ბარსელონას” არ წაუგია არცერთი. მოიგეს 13 მატჩი და მხოლოდ ერთი დასრულდა ფრედ.



