workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გლები შეიძლება “მილანში” გადავიდეს

გლები შეიძლება “მილანში” გადავიდეს

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ალექსანდრ გლებმა, რომელიც წინა სეზონში განწესებული იყო “შტუტგარტში” არენდის სახით, შეიძლება მომავალი სეზონი დაიწყოს “მილანში”. როგორც ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, მისი კლიენტი სავარაუდოდ დატოვებს “ბარსას”, თუმცა სად წავა ჯერ კიდევ არაა დაზუსტებული.

“ჩვენ ამ თემაზე დაველაპარაკებით “ბარსელონას” ხელმძღვანელობას და შევეცდებით მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენთვისაც და მათთვისაც ხელსაყრელი იქნება. “მილანი”?–ეს ძალიან კარგი ვარიანტია, თუმცა წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია.” ციტირებს მაურისიო გაუდინოს სიტყვებს Calcionews24.

წყარო: soccer.ru 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში