workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დაუმარცხებელნი მესის გარეშე

დაუმარცხებელნი მესის გარეშე

მესის გარეშე ”ბარსელონას” ფეხბურთი ვერ იქნება ისეთი ეფექტური, როგორიცაა არგენტინელთან ერთად, მაგრამ რაც მთავარია ამ ფეხბურთს შედეგი მოაქვს. ლეოს გარეშე ჩატარებულ ბოლო 14 მატჩში ”ბარსამ” 13-ის მოგება შეძლო, ხოლო ერთხელ ფრეს დასჯერდა. ასე რომ, არ უნდა ვინერვიულოთ იმაზე, რომ მესი ”მალიორკასთან” მატჩს გამოტოვებს, რადგან მის გარეშეც კატალონიელები სანახაობრივ და შედეგიან ფეხბურთს აჩვენებენ. 

ლა ლიგის მნიშვნელოვანი გამარჯვებები

2010 წელს ლეომ მცირე დააზიანება მიიღო, რომლის გამოც ორი მატჩი გამოტოვა: ხიხონის ”სპორტინგთან” (1-0) და ”ატლეტიკ ბილბაოსთან” (3-1). იმ სეზონში მას ასევე მოუწია ”ლევანტესთან” დაპირისპირების გამოტოვება (2-1). რაც შეეხება 2011 წელს, ”ბარსელონელთა” ჩემპიონობის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და მან კიდევ ორი მატჩი გამოტოვა ”დეპორტივოსთან” (0-0) და ”მალაგასთან” (3-1). 

იქიდან მოყოლებული ლა ლიგის ბოლო 67 შეხვედრიდან მესიმ მხოლოდ ერთი გამოტოვა, მაგრამ ეს არ იყო გამოწვეული მისი ტრავმით. 2011/2012 სეზონის მეორე წრეში მას დისკვალიფიკაცია ჰქონდა. მიუხედავად, არგენტინელის არყოფნისა ”ბლაუგრანამ” ადვილად დაამარცხა მეტოქე ანგარიშით 3-1.

კოპა დელ რეი და ჩემპიონთა ლიგა ლეოს გარეშე 

დანარჩენი 8 ოფიციალური მატჩი მესიმ კოპა დელ რეის და ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში გამოტოვა. შეიძლება გასაკვირიც კი იყოს, მაგრამ ”ბარსელონამ” მოახერხა რვავე თამაშში გამარჯვების მოპოვება: ”სეუტა” (2-0), ”ჰოსპიტალეტი” (1-0 და 9-0), ”ბატე” (4-0), ”ალავესი” (3-0 და 3-1) და ”კორდობა” (5-0).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward