მესის სურს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში კარგ ფორმაში იყოს, ამიტომაც ის დღეს სავარჯიშო ბაზაზე გამოცხადდა და არგენტინელი აგრძელებს აღდგენით კურსს. ტიტო ვილანოვას გადაწყვეტილებით კი დღეს ფეხბურთელები ისვენებენ.
ფეხბურთელმა დაზიანება ”პსჟ”-სთან შეხვედრაში მიიღო, რის გამოც ის შესვენებაზე შეცვალეს. ტესტებმა დაადასტურეს, რომ ლეოს კუნთი აქვს დაჭიმული, თუმცა მისი თამაში მომავალ ოთხშაბათს გამორიცხული არ არის.
თავის მხრივ ხავიერ მასკერანო, რომელიც გუნდს 6 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება ასევე ვარჯიშობდა. დასვენების დღეს ასევე ივარჯიშეს ადრიანომ, დავიდ ვილიამ, პინტომ და სესკ ფაბრეგასმა.



