პირველი გუნდის 21 ფეხბურთელი დღეს პარკ დე პრენსზე ვარჯიშობდა. ფეხბურთელები ”პსჟ”-სთან გასამართი შეხვედრისთვის მზადებას აგრძელებენ. სავარჯიშო სესია ტიტო ვილანოვას და ფეხბურთელების მცირე გასაუბრებით დაიწყო.
”ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ლილიან ტურამი სტადიონზე ყოფილი თანაგუნდელების მოსანახულებლად მივიდა. მოთამაშეები ასევე შეხვდნენ ზლატან იბრაჰიმოვიჩს და მაქსველს.




