არ არის გამორიცხული, რომ არგენტინელი ტალანტი, ერიკ ლამელა ზაფხულში მის ამჟამინდელ კლუბს, ”რომას” დატოვებს და რომელიმე გრანდში განაგრძობს კარიერას. ”მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა თავდაუზოგავად იბრძვის ამ ფეხბურთელის გადასაბირებლად, მაგრამ ”ბარსელონა” ჯერ კიდევ ”რივერ პლეიტში” მოთამაშე ერიკით იყო დაინტერესებული. ასე რომ, არ არის გამორიცხული ეს ფეხბურთელი მომავალ სეზონში კატალონიური გრანდის მაისურით ვიხილოთ.
ამ სეზონში ლამელამ “სერია ა”-ს 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 13-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება.