workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუკას მოურა: ”მესის თამაშის სტილი ჩემსას ჰგავს”

ლუკას მოურა: ”მესის თამაშის სტილი ჩემსას ჰგავს”

 პსჟ-ს ნახევარმცველმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს კატალონიის ”ბარსელონას” დასამარცხებლად და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მონაწილეობის მისაღებად.

 ”ჩემპიონთა ლიგა მსოფლიოს საუკეთესო ტურნირია და მე ამ თასის მოგება მინდა. ჩვენ გვაქ ამის შესაძლებლობა, რადგან გუნდი არის შეკრული, ნიჭიერი და ტექნიკური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. პსჟ-ს თავის ლიდერიც ჰყავს, რომელსაც ძალიან უნდა ”ბარსელონას” წინააღმდეგ კარგად თამაში. ჩვენ ყველამ ვიცით მისი სახელი. რაც შეეხება მათ ლიდერს, ლეო მესის, მისი თამაშის სტილი ძალიან ჰგავს ჩემსას. იგი ყოველთვის ცდილობს ბურთის მიღებისთანავე შეტევა გაამწვავოს.” – აცხადებს ლუკას მოურა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward