workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კლუბის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო ერა!

კლუბის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო ერა!

მან “ბარსელონას” და კულეებს დიდი სიხარული და 4 დაუვიწყარი სეზონი აჩუქა… მან 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკეთა… მან სამუდამოდ დატოვა კვალი და ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა… რასაკვირველია ეს ადამიანი სანპედორელი ჟოსეპ გვარდიოლაა…
ეპოქის დასაწყისი…
ყველაფერი 2008 წლის ზაფხულში დაიწყო. კატალონიის “ბარსელონა” ზედიზედ ორი სეზონი ინტენსიურ რეგრესს განიცდიდა. ეს წელი ფრანკ რაიკაარდისათვის კლუბში უკანასკნელი აღმოჩნდა. ყველასათვის მოულოდნელად პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელი სარეზერვო გუნდის დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა გახდა… თავდაპირველად გვარდიოლას “ბარსელონაში” ყველა მოკლევადიან მუშაობას უკავშირებდა, მაგრამ იმდროისათვის ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მისი და “ბარსელონას” საუკეთესო წლები მხოლოდ იწყებოდა… გვარდიოლამ მოსვლისთანავე უარი თქვა გუნდში ჰყოლოდა ის ფეხბურთელები, რომლებიც უკანასკნელი ორი სეზონის განმავლობაში საკმაოდ “დაეცნენ”, როგორც ფეხბურთელები… გვარდიოლას აღარ სურდა კოლექტივში მათი ხილვა… გუნდი ჯანლუკა ძამბროტამ, ლილიან ტურამმა, ედმილსონმა, დეკუმ, ესკერომ და რონალდინიომ დატოვეს. 
პირველი წარმატებები… 
იმ დროისათვის გვარდიოლა მხოლოდ დანიელ ალვესის, პიკეს, სეიდუ კეიტას, კასერესის, ენრიკეს და ალექსანდრ გლების მოყვანით შემოიფარგლა… ეს ყველაფერი საკმარისი აღმოჩნდა ზღაპრის დასაწყებად და საოცარი ეპოქის საფუძვლის ჩასაყრელად… გვარდიოლამ კლუბს დიდი წარმატება პირველივე სეზონში მოუტანა…

[media=http://www.youtube.com/watch?v=SrJQqjynveQ]

სადებიუტო სეზონისაგან განსხვავებით გვარდიოლასათვის კატალონიურ კლუბში მეორე წელი არცთუ ისე წარმატებული გამოდგა. კლუბმა ვერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, თუმცა ტიტულები არ მოჰკლებია და პეპმა “ბლაუგრანას” 4 ტიტული მოუტანა… “ბარსელონა” შესანიშნავ სეზონს ატარებს ! 

[media=http://www.youtube.com/watch?v=rKleyVm1ZtI]

2010/2011 წლების სეზონი “ბარსელონამ” საკმაოდ კარგად დაიწყო… გვარდიოლამ პირველი ტიტული სეზონის დასაწყისშივე მოიპოვა. კლუბის მუზეუმს ამჯერად ესპანეთის სუპერთასი შეემატა, რომელიც “ბარსელონამ” მეტოქე “სევილიას” შესანიშნავი ქამბექის შემდეგ აართვა. პეპის გუნდს ზედიზედ მესამედ არ გასჭირვებია ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის დაცვა, ხოლო სეზონის ბოლოს “ბარსელონას” გულშემატკივარმა არნახული სანახაობა იხილა “უემბლიზე”. ჩემპიონთა ლიგის თასი კვლავ კატალონიაში გაემგზავრა! 

[media=http://www.youtube.com/watch?v=PZsj69jYFdI]

2011/2012 წლების სეზონი ყველასათვის მოულოდნელად ხოსეპ გვარდიოლასათვის კატალონიურ გრანდში უკანასკნელი აღმოჩნდა.. მიუხედავად სეზონის კარგი სტარტისა, “ბარსელონამ” მისი ჩვეულ რითმში და უმაღლეს დონეზე დასრულება ვერ მოახერხა… ყველაზე მეტად გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე “ჩელსის” წინააღმდეგ განცდილმა მარცხმა გატეხა, როდესაც კლუბი ევროტურნირს გამოეთიშა… სეზონის ბოლოს კი გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი ეპოქა “ბარსელონაში” დასრულდა… კლუბმა ღირსეულად გააცილა “სანპედორელი გენიოსი”. უკანასკნელ შეხვედრაში კი გვარდიოლამ “ბარსელონას” მუზეუმს ასევე უკანასკნელი ტიტული შეჰმატა. 

[media=http://www.youtube.com/watch?v=McvDgqlUANA]

2013 წლის დასაწყისში მსოფლიო ფეხბურთი ერთმა ფაქტმა მიიპყრო… პრესა ერთი ინფორმაციით აჭრელდა, რომლის დაჯერებაც ხალხის გარკვეულ ნაწილს ძალიან უჭირდა… ინფორმაცია კი მსგავსი სათაურის იყო: “გვარდიოლა “ბაიერნს” ჩაიბარებს!” პეპმა გერმანულ კლუბთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზაფხულში კლუბს სათავეში ჩაუდგებოდა… თუმცა თითოეულ კულეს ჩაესმის ყურში ის ნათქვამი, რომელიც პეპმა “ბარსელონაში” ყოფნისას უკანასკნელ პრესკონფერენციაზე სთქვა: “არ ვიცი როდის, მაგრამ მე აქ ოდესღაც აუცილებლად დავბრუნდები…” ჩვენ გვჯერა, რომ ის ისევ დაბრუნდება ჩვენთან და ისტორია კვლავ ახალი ფურცლიდან დაიწყება… 

[media=http://www.youtube.com/watch?v=pk1DQBruwnQ]

[media=http://www.youtube.com/watch?v=LDNtZkE7xyc]

ჯერემი რენერი
სპეციალურად Barcamania.ge-თვის ©

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward