ინგლისური კლუბის, ”მანჩესტერ იუნაიტედის” სკაუტებს სურთ თავის კლუბში 21-წლის ტიაგო ალკანტარას ხილვა. ტიაგოს მამამ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომ მისი შვილი მზადაა სხვა კლუბში გადავიდეს. ამის მიზეზი გახლავთ ალკანტარას მცირე სათამაშო დრო.
”მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა ტიაგო ალკანტარაში 15 მილიონი გადაიხადოს. აღსანიშნავია ისიც, რომ წელიწადნახევრის წინ მანჩესტერელებმა ზუსტად იგივე შეთავაზება გაუკეთეს კატალონიელებს, მაგრამ მტკიცე უარი მიიღეს.



