ლეო უბრალოდ შეუჩერებელია. გუშინდელ შეხვედრაში ”სელტას” წინააღმდეგ მან კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. მესიმ ლა ლიგის ცხრამეტივე გუნდს ზედიზედ გაუტანა.
29 გოლი 19 შეხვედრაში
”ოსასუნა” (4), ”სარაგოსა” (2), ”ლევანტე” (2), ”ატლეტიკი” (2), ”ბეტისი” (2), ”ატლეტიკო” (2), ”გრანადა” (2), ”რაიო” (2), ”მალიორკა”, ”ვალიადოლიდი”, ”ესპანიოლი”, ”მალაგა”, ”სოსიედადი”, ”ვალენსია”, ”ხეტაფე”, ”რეალი”, ”დეპორტივი” და ”სელტა”. თითოეულმა მათგანმა ამ სეზონში გოლი გაუშვა ლეო მესისგან. “სელტას”, აქამდე, მესისგან მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდა გაშვებული. ეს 2006-07 წლების სეზონში მოხდა. ამჯერად, ვიგოელებმა არგენტინელის შეჩერება ვერ მოახერხეს და “სელტა” გახდა ზედზიედ მე-19 გუნდი, რომელსაც მსოფლიოს ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელმა გაუტანა.
გუშინდელ დღემდე, ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ლა ლიგის ყველა კლუბისთვის ჰქონდა ერთ სეზონში გოლი გატანილი, იყო რონალდუ, მაგრამ მესიმ ეს შედეგიც გააუმჯობესა. არგენტინელმა ცხრამეტივე კლუბს ზედიზედ გაუტანა.
ლეოს გოლებს ოქროს ფასი აქვთ…
მესის 29 გოლი ბოლო 19 შეხვედრაში მიმდინარე სეზონში არგენტინელის შესანიშნავ ფორმაზე მეტყველებს. ამასთანავე, ტიტო ვილანოვას გუნდს, მე-2 ადგილზე მყოფ “რეალთან” დიდი უპირატესობა აქვს. ლეოს გოლებმა იგი პიჩიჩის ჯილდოზე კიდევ უფრო დააწინაურეს. მისმა გოლების რაოდენობამ 43-ს მიაღწია. მე-2 ადგილზე, 28 გოლით, რონალდუა.