workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მოურინიო პსჟ-ს ეხმარება

მოურინიო პსჟ-ს ეხმარება

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ყველანაირად ცდილობს მისი გუნდის პრინციპულ მეტოქეს, “ბარსელონას” პრობლემები შეუქმნას. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, L’Equipe-ს ცნობით, პორტუგალიელმა სპეციალისტმა “პარი სენ ჟერმენის” სამწვრთნელო შტაბს კატალონიელთა სუსტი წერტილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მოურინიომ პარიზელებს ბოლო 2 “ელ კლასიკოს” ვიდეომიმოხილვა გაუგზავნა, რომელშიც ის “ბარსელონას” სისუსტეებს დეტალურად აღწერს. ფრანგული წყაროს ცნობით, მოურინიოს მხრიდან პსჟ-სთვის დახმარების გაწევა იმითაა განპირობებული, რომ მას კარგი ურთიერთბა აქვს პარიზელთა მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტისთან, სპორტულ დირექტორ ლეონარდოსთან და პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფთან.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward