ესპანური გამოცემა “Marca” აცხადებს, რომ ”ანჟი” მზადაა ვიქტორ ვალდესს წელიწადში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს. ”ანჟის” წარმომადგენლებმა აქტიურად დაიწყეს მოლაპარაკებები ”ბარსას” ძირითად მეკარე, ვიქტორ ვალდესთან. ამ უკანასკნელმა უარი თქვა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. “Marca”-ს ინფორმაციით, რუსული კლუბი მზად არის ესპანელ მეკარეს წელიწადში 10 მილიონი ევრო გადაუხადოს. რაც შეეხება ბონუსს, იგი შეადგენს 2 მილიონს და დამოკიდებულია ფეხბურთელის თამაშის ხარისხზე.
თუ ვიქტორ ვალდესი ”ანჟიში” გადავიდა იგი გახდება ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე.