workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა” მოლაპარაკებებს იწყებს

“ბარსა” მოლაპარაკებებს იწყებს

 გერმაინიაში გავრცელდა ხმები, თითქოს კატალონიის “ბარსელონა” ჰუმელსის ტრანფერზე მუშაობას იწყებს. უფრო მეტიც, მათი ცნობით “ბარსას” წარმომადგენელი, რაულ სანლეხი უკვე დორტმუნდშია გერმანელის ტრანსფერზე მოლაპარაკებების გასამართად.

 “ბარსელონა” მომავალი სეზონისთვის რამდენიმე პოზიციის გაძლიერებას აპირებს, ამიტომ კლუბი ეცდება სატრასნფერო ფანჯრის გახსნის პერიოდში აგრესიული პოლიტიკა აირჩიოს. როგორც გერმანიაში აცხადებენ, “ბარსას” პირველი ნადავლი 24 წლის მატს ჰუმელსი იქნება, რომელიც თავისი ასპარეზობის წყალობით თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მცველად ჩამოყალიბდა.

 რამდენიმე თვის წინ “ბარსელონას” ინტერესს ჰუმელსისადმი ბევრი უარყოფდა, მაგრამ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელსაც “Sport Bild”-ი ავრცელებს, ზაფხულში კატალონიელების პირველი შენაძენი სწორედ გერმანელი მცველი იქნება.

 ჰუმელსი გუნდის შეცვლის შემთხვევაში, ბედს ცდის სხვა ჩემპიონატში. ეს მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც მან უარით გაისტუმრა მიუნხენის “ბაიერნი”, მისი ამჟამინდელი გუნდის პრინციპული მეტოქე. აღსანიშნავია, რომ ჰუმელსი “ბაიერნის” სკოლის აღზრდილია და “ბორუსიაში” სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით მოხვდა. მას შემდეგ რაც ჰუმელსმა სუბოტიჩთან ერთად დაცვის ხაზი ბევრი გუნდისთვის გადაულახავ ბარიერად აქცია, მის სახელს მუდმივად აკავშირებენ მისივე ყოფილ გუნდთან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პეპ გვარდიოლა აპირებს “ბაიერნის” ჩაბარებას.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward