მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
საუკეთესო წყვილი, რომელიც შესაძლოა მსოფლიომ იხილოს

საუკეთესო წყვილი, რომელიც შესაძლოა მსოფლიომ იხილოს

 ამ ტრანსფერის წყალობით, დისბალანსი, რომელიც კლუბის შეტევის ხაზის ფლანგებს შორის არსებობს, აღარ იარსებებს, რაც არგენტინელ ლიონელ მესის მშობლიურ მარჯვენა ფლანგზე დაბრუნების საშუალებას მისცემს. გუნდის გაძლიერებასთან ერთად, ასეთი რანგის ფეხბურთელის დამატება კლუბის იმიჯზე და მარკეტინგზეც დადებითად იმოქმედებს. შესაბამისად, ფინანსური მდოგმარეობაც გაუმჯობესდება.

 “ბარსაში” სურთ, რომ სამხრეთ ამერიკის ორი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობისას ერთი კლუბის სიაში ირიცხებოდეს. ასევე ამ ორი ფეხბურთელის ერთად ხილვის შესაძლებლობა დიდ ინტერესს იწვევს ზოგადად მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივრებშიც, რაც კატალონიელებისთვის დამატებითი მოტივაციაა.

 ნეიმარის ბოლო წლების ასპარეზობიდან გამომდინარე, შეიძლება იმის თქმა, რომ მისი პოტენციალი საკმარისია იმისთვის, რომ მასზე დამყარებული იმედები გაამართლოს. მეორე მხრივ, ბრაზილიის ნაკრებში არის მატჩები, როდესაც ნეიმარი ვერ ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლინებას, რაც იმის საწინდარი შეიძლება გახდეს, რომ ახალ კლუბში ადაპტაციისთვის მას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს.

 თავდაპირველად ნეიმარის “ბარსელონაში” ხილვის სურვილი პეპ გვარდიოლას გაუჩნდა, რომელიც აღფრთოვანებული იყო ბრაზილიელის ასპარეზობით. თუმცა იმ დროისთვის, ამ ფეხბურთელით სერიოზულად დაინტერესდა მადრიდის “რეალი” და ჭორების თანახმად, ნეიმარს უკვე გავლილი ჰქონდა სამედიცინო შემოწმება ესპანეთის დედაქალაქში.

 დრიბლინგი არის ის, რაც ნეიმარს საუკეთესოდ გამოსდის. სწორედ დრიბლინგია, რაც “ბარსელონას” ფეხბურთელების ბოლო დროინდელ ასპარეზობაში იშვიათად თუ შეინიშნება. ლიონელ მესისა და ანდრეს ინიესტას გარდა, ძნელია ისეთ ფეხბურთელის დასახელება, რომელიც ამ ასპექტში არ მოიკოჭლებს. ალექსის სანჩესის ტრანფერი სწორედ ამ ნაკლის აღმოსაფხვრელად განხორციელდა, თუმცა კლუბის მოლოდინები ჩილელმა ფეხბურთელმა ბოლომდე ვერ გაამართლა. ტელო ის ფეხბურთელია, რომელიც კონტრშეტევაზე ბურთის სწრაფი გაგორების ოსტატი უფროა, ეს თვისება “ბარსელონაში” დიდად გამოსადეგი ვერ იქნება, რადგან კლუბის თითქმის ყველა მეტოქე გუნდი დაცვით სტილს ირჩევს და კატალონიელებს კონტრშეტევის შესაძლებლობა იშვიათად ეძლევათ. პედროს თამაშის სტილიც კომბინაცეიბზე და გუნდურ თამაშზე უფროა მორგებული, ვიდრე დრიბლინგზე.

 ნეიმარი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელსაც ამ მცირე ნაკლოვანების ამოვსება შეუძლია. ბრაზილიელი, რომელიც ბრწყინვალეა ერთი ერთზე მცველთან თამაშში, შეძლებს მარცხენა ფლანგის გაძლიერებას. რაც მესის მისცემს მარჯვენა ფლანგზე გადასვლის საშუალებას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გულშემატკივრები კვლავ ვიხილავთ მესისა და ალვეშის დუეტს, რომელიც გვარდიოლას მწვრთნელობის პირველ წლებში გასაოცარ შედეგებს აღწევდნენ.

 მესისა და ნეიმარის წყვილზე გულშემატკივარი ჯერ კიდევ იაპონიაში კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ალაპარაკდა, როდესაც ერთმანეთს “ბარსელონა” და “სანტოსი” ხვდებოდნენ. მაშინ პრესა ამ ორი ფეხბურთელის დაპირისპირებაზე ლაპარაკობდა, მაგრამ თავად ფეხბურთელები თბილად შეხვდნენ ერთმანეთს. იმ მატჩში კატალონიის “ბარსელონამ” შესაფერისად იასპარეზა და ნეიმარს დაანახა თუ რა დონის კლუბი ინტერესდება მისით.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში