სერხიო რამოსი, რაფაელ ვარანე და პეპე არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ხერარდ პიკე დიდი სიამოვნებით შეუწყვილდებოდა “ბარსელონას” უკანა ხაზში. მისივე თქმით, კლუბში დაცვის ხაზის გაძლიერების საჭიროება არსებობს.
“ბარსას” კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, სერხიო ბუსკეტსმა რამდენიმე დღის წინ ანალოგიური განცხადება გააკეთა სერხიო რამოსთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ბუსკეტსი ერთადერთი არაა, ვინც რამოსის “ნოუ კამპზე” გადმობარგებას მიესალმება. თანაგუნდელისგან განსხვავებით, პიკეს სხვა მადრიდელი ფეხბურთელების პოტენციური თანაგუნდელობაც ხიბლავს.
“რომელ მადრიდელ ფეხბურთელს ვისურვებდი “ბარსელონაში”? არ ვიცი, ალბათ რამოსს, პეპეს ან ვარანეს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს მცველი უნდა იყოს, რადგან ამჟამად გუნდში ბევრი უკანახაზელი გვყავს ტრავმირებული, რომლებსაც ამის გამო გუნდის დამხარება არ შეუძლიათ” – ციტირებს პიკეს სიტყვებს “marca“. აღსანიშნავია, რომ პიკემ მომავალში იკერ კასილასის “ბარსაში” ხილვის სურვილიც გამოთქვა.
ინტერვიუს ბოლოს ესპანელი”კლასიკოსა” და ესპანეთის ნაკრების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ საერთაშორისო მატჩების დროს ფეხბურთელებს შორის არანაირი დაძაბულობა არ არსებობს: “ჩვენ ყველანი ჩვენი კლუბის ღირსებას ვიცავთ, მაგრამ პარალელურად გვაერთიანებს ეროვნება და ნაკრები. იყო დრო, როდესაც მადრიდელებთან ჩვენი ურთიერთობა არც ისე იდეალური იყო “კლასიკოს” გამო, მაგრამ დროის ასეთი მონაკვეთები ყოველთვის წარსულს ბარდება, როდესაც საქმე ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ეხება.”
