მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“რეალმა” გარაის “ბარსელონაში” გადასვლა აუკრძალა

“რეალმა” გარაის “ბარსელონაში” გადასვლა აუკრძალა

 ესპანური პრესის ცნობით, პორტუგალიური “ბენფიკას” არგენტინელ მცველს, ეზექიელ გარაის “ბარსელონაში” გადასვლა აეკრძალა.
 მოგეხსენებათ, რომ კატალონიური კლუბი ამ ფეხბურთელით ბოლო დროს დაინტერესდა, თუმცა ფეხბურთელზე სატრანსფერო უფლებების გარკვეული ნაწილი მადრიდის “რეალს” ეკუთვნის. არგენტინელი ფეხბურთელი თავის დროზე სამეფო კლუბში ასპარეზობდა, თუმცა სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით პორტუგალიურ “ბენფიკაში” გადავიდა, სადაც იმდენად კარგად ათამაშდა, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” სამწვრთნელო შტაბის ყურადღება მიიპყრო. ყოველივე ამას კი მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გამოეხმაურა და პორტუგალიური კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ ტრანსფერის კატეგორიული წინააღმდეგია. 

ინფრორმაციის თანახმად 26 წლის გარაი შესაძლოა ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგდეს. ინგლისური კლუბი “რეალს” და “ბენფიკას” € 10-10 მილიონს გადაუხდის. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში