ლეო მესის კიდევ ბევრი რეკორდი აქვს დასამყარებელი ”ბარსელონასთან” და არგენტინის ნაკრებთან ერთად. ”ბარსას” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი რამდენიმე დღეში ვენესუელას და ბოლივიას დაუპირისპირდება. თუ არგენტინელმა კვლავ განაგრძო მეტოქეების კარის აღება იგი დაამყარებს დიეგო არმანდო მარადონას რეკორდს ნაკრების მაისურით გატანილი გოლების რაოდენობისა. 2005 წლის ”ოქროს ბიჭუნას” 77 მატჩში 31 გოლი აქვს, ხოლო ლეგენდის ანგარიშზეა 34 ბურთია. ამ რეკორდის დამყარების შემთხვევაში ლეო არგენტინის ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილზე გადაინაცვლებს.
კრესპო და ბატისტუტა ჰორიზონტზე…
ერნან კრესპოს, რომელიც ამ სიაში მეორე ადგილს იკავებს ნაკრების მაისურით 35-ჯერ აქვს მეტოქის კარი აღებული. ხოლო ამ სიის სათავეშია ლეგენდარული გაბრიელ ბატისტუტა, რომელსაც ანგარიშზე 56 გოლი აქვს.
ვეტერანი, ასაკის მიუხედავად
გაგიკვირდებათ და 25 წლის ლეო მესი არის ტოპ 10ეულში ნაკრების მაისურით ჩატარებული თამაშების რაოდენობით. მასზე ერთი საფეხურით წინ არის მისი თანაგუნდელი და მეგობარი ხავიერ მასკერანო, ხოლო პირველ ადგილზეა უბერებელი ძანეტი. ამ უკანასკნელს 145 ოფიციალური საერთაშორისო მატჩი აქვს ჩატარებული…