workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილიას კონტრაქტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ზაფხულისთვის გადაიდო

ვილიას კონტრაქტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ზაფხულისთვის გადაიდო

ესპანური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავიდ ვილიასა და “ბარსელონას” შორის, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები მიმდინარე სეზონის ბოლოს გაიმართება.

როგორც ცნობილია, “ბარსამ” ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი უკვე შესთავაზა. კატალონიელები, თანამშრომლობის გაგრძელების სანაცვლოდ, ვილიას ხელფასის შემცირებას სთავაზობენ. ამჟამად, ასტურიელი წელიწადში 8 მილიონ ევროს იღებს. მხარეების გადაწყვეტილებით, მოლაპარაკებები სეზონის დასრულების შემდეგ გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ იანვარში არსებული სიტუაციით, ვილია “ბარსელონადან” წასვლასთან ძალიან ახლოს იყო. თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ ის კლუბს ზაფხულში დატოვებდა. თუმცა, ბოლო დროს, ასტურიელს სათამაშო დროც საკმარისად ეძლევა და ის თავის გამოჩენასაც ახერხებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward