ალექსის სანჩესის აგენტმა განაცხადა, რომ მის ფეხბურთელს არანაირი კონტრაქტი და კონტაქტი არ ჰქონია არცერთ კლუბთან.
“ალექსისი წყნარადაა და მხოლოდ სამუშაოზე ფიქრობს. ჩვენ არავისთან არ გაგვიმართავს მოლაპარაკებები და არც ვაპირებთ უახლოეს მომავალში. “ინტერი” ჩვენთან კონტაქტზეც არ გამოსულა. შეიძლება იტალიურმა გუნდმა “ბარსელონას” წარმომადგენლებს ესაუბრა, მაგრამ მე არავინ დამკონტაქტებია.”
“ახლა ალექსისი ბედნიერია და ელოდება თავის შანსს. ის მუხლჩაუხრელად შრომობს, რომ მოიპოვოს პირველ თერთმეტეულში ადგილი.” – დაასრულა სანჩესის აგენტმა.



