workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის ბიოგრაფიული ფაქტები

მესის ბიოგრაფიული ფაქტები

კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავმა ლეო მესიმ ესპანურ ტელევიზიასთან საუბრისას რამდენიმე ბიოგრაფიული ფაქტი გაამხილა, რომელიც აქამდე უცნობი იყო სხვებისთვის. 

“მე ვგრძნობ, რომ ბევრს სურს ჩვენი მარცხი და ამას ელოდებიან, მაგრამ წაგება ჩემი საქმე არ არის. რა აღარ გამიგია გულშემატკივრებისგან, ახლა კი ისინი ჩემზე კარგს საუბრობენ. “

“ერთხელ გვარდიოლამ გამომცვალა მაშინ, როდესაც “ვალენსიას” 4-0ს ვუგებდით და ამაზე მე ძალიან გავრაზდი. ახლა ვხვდები, რომ ეს სისულელე იყო.” 

“ზოგჯერ ვჯდები ჩემს სახლში და ფლეისთეიშენს ონლაინში ვთამაშობ, ჩემს მოწინააღმდეგეს კი წარმოდგენა არ აქვს, რომ ეს მე ვარ. ზოგჯერ ისინი ბრაზდებიან, რადგან მე მათ ბურთს ვართმევ და უბრალოდ ვაგორავებ. “

“მე ძალიან ბევრი კუმირი მყავს: კობი ბრაიანტი, როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი. ისინი ნამდვილი მონსტრები არიან.” 

“მიხარია, რომ ახალი რომის პაპი არგენტინელია, ამიტომ მინდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი სწორედ მის სახელზე მოვიგოთ.” 

გეტყვით იმას, რომ ახლადარჩეული რომის პაპი ლეო მესის განსაკუთრებული გულშემატკივარია. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward