როგორც იტალიური ჟურნალი La Gazzetta dello Sport იტყობინება, ჩილელი ფეხბურთელი ალექსის სანჩესი უკვე შეუთანხმდა იტალიურ “ინტერს”.
როგორც ჟურნალი იტყობინება, “ინტერის” წარმომადგენლები შეხვდნენ ჩილელ ფეხბურთელს და ბოლომდე შეათანხმეს კონტრაქტი. არსებობს ინფორმაცია, რომ ალექსის სანჩესი ამ კონტრაქტს დათანხმდა და ის მზადაა იტალიაში დასაბრუნებლად. ის კმაყოფილია ხელფასით და იმ სათამაშო დროთი რასაც ჩილელი “ინტერში” მიიღებს.
ალექსის სანჩესი არ არის ერთადერთი, რომელზეც “ინტერმა” თვალი დაადგა. “ნერაძურის” ასევე სურს ალექს სონგისა და მარტინ მონტოიას დამატება, რომლებიც არც ისე ბევრ სათამაშო პრაქტიკას იღებენ და უკმაყოფილონი არიან კლუბში სტატუსით.



