ახლახანს დასრულებული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გმირი და ბარსელონას ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა ძალიან ახლოსაა კიდევ ერთ აღიარებასტან და ჯილდოსტან. უახლოეს მომავალში ესპანეთის რეგიონ ალბასეტეში(საიდანაც ინიესტაა წარმოშობით.ავტ) მდებარე ერთ–ერთ სტადიონს შესაძლოა მისი სახელი დაარქვან.
spox.com–ის მიხედვით 25.000 გულშემატკივარი და კლუბ “ალბასეტეს” ხელმძღვანელობა მომხრეა სტადიონს დააარქვან ფუენტეალბილელი ოქროს ბიჭუნას სახელი. ამჟამად მოედანი აქიტექტორ კარლოს ბელმონტე-ს სახელს ატარებს, რომელმაც ის ააგო.
ცნობისთვის, ინიესტას სახელს უკვე ატარებს ქუჩა მის მშობლიურ ქალაქში, ფუენტეალბილაში. მას შემდეგ, რაც 2 წლის წინ ესპანეთმა გერმანია დაამარცხა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ერთ–ერთ ქუჩას სწორედ ინიესტას სახელი უწოდეს, ვინაიდან ანდრესი ყველაზე პოპულარული პერსონაა ქალაქში. თავად ინიესტას კი პირველი ნომერი ბინა ერგო.
ინიესტას სახელობის სტადიონი ალბასეტეში
წყარო: totalbarca.com
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.