ზუსტად 12 წლის წინ, 2001 წლის 7 მარტს, მაშინ ჯერ კიდევ ფართო მასებისთვის სრულიად უცნობმა არგენტინელმა ბიჭუნამ, “ბარსელონას” ახალგაზრდული მაისურით, პირველი თამაში ჩაატარა. მესის დებიუტი “ამპოსტას” წინააღმდეგ შედგა. გაგირკვირდებათ და ლეომ გოლის გატანა მოახერხა.
2001 წლის 6 მარტს, კატალონიის ფეხბურთის ფედერაციამ, მესის თამაშისთვის საჭირო ლიცენზია მიანიჭა. მე-2 დღეს, არგენტინელს დებიუტი ჩავი ლიორენსის მიერ გაწვრთნილ გუნდში ჰქონდა. პატარა კატალონიელები “ამპოსტას” ეთამაშებოდნენ და მესი, რომელმაც ის თამაში 9 ნომრით ჩაატარა, გუნდს გამარჯვების მოპოვებაში გატანილი გოლით დაეხმარა.