workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
AS: “ბარსელონა” “სევილიისგან” ადრიანოს იყიდის

AS: “ბარსელონა” “სევილიისგან” ადრიანოს იყიდის

“ბარსელონა” ახლოს არის, რომ კონტრაქტი გააფორმოს ანდალუსიური “სევილიის” მცველთან, ადრიანო კორეიასთან. AS-ის ინფორმაციის თანახმად კატალონიელებს 25 წლის მცველისთვის გამზადებული აქვთ 9,5 მილიონი ევრო.

კარიერის განმავლობაში ჩატარებულ 210 შეხვედრაში მან თავი 19-ჯერ გამოიჩინა.

ბრაზილიელმა მარცხენაფლანგელმა საკუთარ თავს რეკომენდირება ბრაზილიაში თამაშისას გაუწია მაშინ, როცა იგი “კურიტიბას” ღირსებას იცავდა, სადაც 54 შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა.

ადრიანო კორეია კლარო ორივე ფეხით ერთნაირად წარმატებით თამაშობს და საჭიროების შემთხვევაში შეუძლია მარჯვენა ფლანგზეც თამაში. ამასთან ერთნაირად წარმატებით თამაშობს, როგორც დაცვაში ისე შეტევაში.

ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებული აქვს 8 შეხვედრა და გაიტანა ორი გოლი.

 

წყარო:www.as.com

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward