“მილანსა” და “ბარსელონას” შორის გასამართი შეხვედრის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე მასიმილიანო ალეგრიმ დაასახელა დაცვის ხაზი, რომელიც “ბარსელონას” შეტევების განეიტრალებას შეეცდება – აბატე, ზაპატა, მექსე და კონსტანტი. ასევე მან დაამატა, რომ ელ-შაარავი კარგად იღდგენს კონდიციებს: “მან გუნდთან ერთად ივარჯიშა და თავს კარგად გრძნობს. ვნახავთ როგორ იგრძნობს ის დღეს თავს“. მან ასევე აღნიშნა: “რიკარდო მონტოლივო ხვალ ითამაშებს და ახლა კიდევ 2 ნახევარმცველზე ვფიქრობ“.
“ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით”
“ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით და შევეცდებით მათ საქმე გავურთულოთ. უნდა შევეცადოთ მათი ფლობის შემცირება და როცა გვექნება ბურთი უნდა ვეცადოთ მომენტის შექმნა. არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ჩვენ მსხვერპლები ვართ“.
მონტოლივომ დაამატა: “ჩვენ გვსურს ძალიან ძლიერ გუნდთან დაპირისპირება და ნახვა, თუ რა შეგვიძლია. მათ წარმოუდგენელი ნახევარდაცვა ჰყავთ და ფრთხილად უნდა ვიყოთ მათ თავდამსხმელებთან, განსაკუთრებით მესისთან“.
