“ბარსელონას” პირველი გუნდი უკვე მილანში იმყოფება, სადაც კატალონიელები ხვალ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრაში “მილანს” დაუპირისპირდებიან. გუნდი იტალიაში 12 საათზე ჩაფრინდა.
მოთამაშეები ამჟამად სასტუმრო “Hotel Rosa Grand”-ში ისვენებენ. 18 საათზე ჟორდი როურა და კარლეს პუიოლი პრეს-კონფერენციას გამართავენ, ხოლო 19 საათზე გუნდი “სან სიროზე” ივარჯიშებს.
შეგახსენებთ, რომ “მილანისა” და “ბარსელონას” შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
[media=http://www.youtube.com/watch?v=Yh5Re6gHOrk]
