კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ხავიერ მასკერანომ თანაგუნდელებზე და მის ტრანსფორმაციაზე ისაუბრა.
“ის ფეხბურთელები, რომელბიც ცვლიან ისტორიას და ქმნიან რაღაც განსაკუთრებულს ყველაზე თავმდაბლები არიან. ეს მე ჩემი თანაგუნდელებიდან გავიგე. სხვა გუნდებში სადაც ვყოფილვარ მსგავსი შეგრძნება არ მქონია. ასეთი ქცევით მხოლოდ სტივენ ჯერარდს გამოვარჩევდი. “
“მას შემდეგ რაც მე აქ მოვედი, მივეჩვიე საკუთარი გრძნობების და სიბრაზის შეკავებას. საკუთარი ეგოს წინ გუნდი დავაყენე. მივეჩვიე მოედანზე მთელი ჩემი ძალისხმევის გაღებას. როდესაც ეჩვევი გუნდთან ერთად ვარჯიშს და მუშაობას საკუთარი თავი გავიწყდება.” – დაასრულა მასკერანომ.
