მარკო მატერაციმ გაიხსენა მილანის “ინტერი” და “ბარსელონას” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი.
“როგორ გააჩეროთ “ბარსელონა”? ბევრი ფაქტორია, რომელიც ზედმიწევნით უნდა შესრულდეს. საშინაო მატჩი, მომზადება, დაწყებული ორშაბათიდან და გამარჯვების სურვილი. “ბარსელონას” აქვს მოედანი რომელიც 90 000 გულშემატკივრით ივსება. ასევე ვიტყვი, რომ იგივე სიტლში უნდა გააგრძელოს თამაში ელ-შაარავიმ. თუ გუნდს გამარჯვება უნდა ამ ფაქტორების გათვალისწინებით ისინი გაიმარჯვებენ და გავლენ შემდეგ ეტაპზე.” – დაასრულა მატერაციმ.
შეგახსენებთ, რომ მილანის “ინტერი” “ბარსელონას” 2-3 წლის წინ დაუპირისპირდა და ნახევარფინალურ ორმატჩიან ბრძოლაში გაიმარჯვა. მოგვიანებით ფინალში “ბაიერნი” დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა.



