“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ “ბარსელონასთან” გასამართ შეხვედრაზე გააკეთა კომენტარი “პარმასთან” მატჩის შემდეგ.
“ბალოტელიმ შესანიშნავი გოლი გაიტანა და სწორად მოიქცა, როცა გოლის შემდეგ ნიანგს მიულოცა. დღეს ჩვენს შემადგენლობაში ისეთი მოთამაშეები გამოვიდნენ, რომლებსაც დიდი დრო გაუცდათ, ისინი კარგად გამოიყურებოდნენ. პირველ ტაიმში კარგად ვერ ვმოქმედებდით, თუმცა მეორეში მოვუმატეთ. ცოტათი იმედგაცრუებული ვარ გაშვებული გოლის გამო. ახლა სრულად ვართ კონცენტრირებულები “ბარსელონასთან” გასამართ შეხვედრაზე, ეს დიდებული თამაში იქნება” – განაცხადა მასიმილიანო ალეგრიმ.
