“მილანის” ცენტრალურმა მცველმა, მარიო იეპესმა “პარმასთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ “ბარსელონასთან” გასამართ შეხვედრაზე გააკეთა კომენტარი.
“მე კმაყოფილი ვარ, ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ. “პარმას” ცუდი ფეხბურთი არ უჩვენებია, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენ უფრო ძლიერები ვიყავით და ჩვენი შანსები გამოვიყენეთ. მატჩები “ბარსელონასთან”? საჭირო იქნება დიდი მოთმინება და საკუთარი შანსისთვის დალოდება, რადგან წინ მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან შეხვედრა გველის” – განაცხადა 37 წლის ფეხბურთელმა.
