workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსა“-„ხეტაფე“ – როურა მატჩის შემდეგ

„ბარსა“-„ხეტაფე“ – როურა მატჩის შემდეგ

“ხეტაფესთან” 6:1 მოგებული თამაშის შემდეგ, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ხორდი როურამ მადლობა მოუხადა იმ 85610 გულშემატკივარს, რომლებიც თამაშის სანახავად “კამპ ნოუზე” მივიდნენ. როურას თქმით, ფეხბურთელებმა ექსტრაორდინალური თამაში ჩაატარეს.

“თამაში უჩვეულო დროს გაიმართა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ტრიბუნები მაინც მოწოდების სიმაღლეზე იყო. გულშემატკივარი სპექტაკლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ფეხბურთელებმა ექსტრაორდინალური თამაში ჩაატარეს. ისინი პირველივე წუთიდან კარგად გამოიყურებოდნენ.”

როურა კმაყოფილია იმით, რომ გოლის გატანა ექვსმა სხვადასხვა ფეხბურთელმა მოახერხა, რომელთა შორის ალექსის სანჩესიცაა: “მის მიერ გაწეული სამუშაოთი ძალიან კმაყოფილნი ვართ. ბოლო დროს, მას არ უმართლებდა, მაგრამ ამჯერად, ალექსისმა კარგი გოლი გაიტანა. ეს მას თავდაჯერებას შესძენს.”

როურამ ცალკე გამოჰყო ინიესტას თამაში: “ინიესტამ უმაღლესი დონის შეხვედრა ჩაატარა. ის ძალიან მარტივად თამაშობს და ფეხბურთს სანახაობრივს ხდის. სწორედ ეს არის ის, რის გამოც ანდრესი დიდი ფეხბურთელია.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward