კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ პრიმერა დივიზიონში საკუთარი მაჩვენებელი კიდევ უფრო გააუმჯობესა. არგენტინელმა ამჯერად 23-ე ტურში “ხეტაფეს” კარი აიღო და ზედიზედ მე-13 შეხვედრაში შესძლო მეტოქის კარის აღება პრიმერა დივიზიონის ფარგლებში. მესის საგოლე სერიები 11 ნოემბერს, “მალიორკასთან” მატჩიდან დაიწყო. ამის შემდეგ “ბარსელონას” გოლეადორს მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია. აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მესის მორიგი რეკორდია, აქამდე რეკორდი “ბარსელონას” 2 ყოფილ ფეხბურთელს ეკუთვნოდა – მარიანო მარტინს და რონალდოს, რომლებმაც ზედიზედ 10 მატჩში მოახერხეს გატანა.

მესიმ პრიმერას ზედიზედ მე-13 მატჩში გაიტანა
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.