“ბარსელონას” ხელმძღვანელობამ უკვე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომ შეიძინოს მეკარე, რომელიც ვიქტორ ვალდესს შეცვლის. როგორც პრესა იტყობინება. “ბლაუგრანას” მმართველები ფიქრობენ შეიძინონ ახალგაზრდა მეკარე, რომელიც დიდ ხანს დარჩება გუნდში.
მაგრამ გადაწყვეტილება, რასაც მიიღებს ხელმძღვანელობა არ იმოქმედებს ვიქტორ ვალდესის მომავალზე, რომლის კონტრაქტი 2013 წლამდეა და გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.
ასევე იტყობინებიან, რომ ანდონი სუბისარეტა ჩავა ნიუ-იორკში ტიტო ვილანოვას მოსანახულებლად და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაუწყონ მოლაპარაკებები.
სწორედ ამ შეხვედრის დროს განიხილავენ მეკარის შეძენის საკითხსაც. ასევე “ბარსელონას” ხელმძღვნალეობა ფიქრობს როდის გადმოიყვანოს ნეიმარი, ახლა თუ 2014 წელს. ცენტრალური მცველის პოზიციაზე კი პირველ ადგილზე ჰუმელსი განიხილება.

