ხვალ, პინტო ხელს მოაწერს ახალ ხელშეკრულებას, რომელიც მას ”ბარსელონასთან” 2014 წლის 30 ივნისამდე დააკავშირებს. დეკემბერშიც იყო ამაზე ლაპარაკი, რადგან პინტოს კონტრაქტი 2013 წელს ეწურებოდა. შეგახსენებთ, რომ მეკარე ”ბარსაში” 2008 წლის იანვარს გადმოვიდა.
შეიძლება მას არც ისე დიდი სარგებლობა მოაქვს გუნდისთვის, როგორც მეკარეს (მიუხედავად იმისა, რომ თასის ყველა თამაშში იღებს მონაწილეობას), მაგრამ მისი მთავარი მოვალეობა გასახდელში სიტუაციის კონტროლია. პინტო კატალონიურ გრანდში დიდი ავტორიტეტია. ყველა ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ ერთ მომენტში ესპანელი შეიძლება იყოს მხიარული და აცანცარებული, მაგრამ თუ საჭიროება მოითხოვს იგი გუნდში ყველაზე სერიოზული კაცი და მთავარი გამამხნევებელი ძალა გახდება.
