“ბარსას” ფეხბურთელებს დადებითი რეაქცია ქონდათ მესის კონტრაქტის გახანგრძლივების თემაზე. ”არ ვიცი როგორი იქნება ლეო მესი 2018 წელს, მაგრამ ახლა იგი საუკეთესოა და თუ არაფერი შეიცვალა, ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე გახდება. მე არ გამიმართლა, რადგამ მომიწია მესის წინააღმდეგ თამაში, მაგრამ ახლა აქ ვარ და ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად ვთამაშობ. იგი არა მარტო შესანიშნავი ფეხბურთელია, არამედ ადამიანიც.” – აცხადებს ხორდი ალბა.
”ხეტაფე” – ძალიან რთული მეტოქე
კვირას, ”ბარსელონას” პირველად მოუწევს თამაში შუადღეს 12 საათზე (თბილისის დროით 15 საათზე), ”ხეტაფეს” წინააღმდეგ, “კამპ ნოუზე”. ხორდი ალბას აზრით, ეს არ იქნება ადვილი გასეირნება კატალონიელებისთვის. ”ხეტაფე – ძალიან რთული მეტოქეა. ისინი აგრესიულები არიან და ყავთ ბევრი ძლიერი ფეხბურთელი. ”ხეტაფეს” შეუძლია შეგვიქმნას სირთულეები. არამგონია, რომ მატჩის ჩატარების დრო ჩვენ თამაშს ხელს შეუშლის.”
რთული თებერვალი
ამ თვეში ”ბარსას” საკმაოდ რთული კალენდარი აქვს. თებერვალში მათ მოუწევთ სამივე ტურნირზე თამაში: ლა ლიგაზე, ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასზე. ”თებერვალში ბევრი რთული მატჩი გვიწევს, მაგრამ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი დინამიკა ყველა ჩემპიონატზე.” – აცხადებს კატალონიელი მცველი და ამატებს – ”რეალთან” მატჩამდე მოგვიწევს ბევრი რთული თამაში, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ლა ლიგაში. ასე რომ არ გვაქვს უფლება გავაკეთოთ აქცენტი მხოლოდ ერთ ტურნირზე, რადგან ამით გულშემატკივრებს იმედებს გავუცრუებთ.”
ხორდი ალბა ასევე შეეხო გულშემატკივრების დამოკიდებულებას ლა ლიგის ცხრილის მიმართ. ”ბარსელონამ” მხოლოდ თავის თავზე უნდა იფიქროს. ჩვემ არ გვაინტერესებს რას გააკეთებს ”რეალი”, რადგან ”ატლეტიკო” სატურნირო ცხრილში უფრო ახლოსაა ჩვენთან და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ქულები არ დავკარგოთ.” აი ესეთი თამამი განცხადება გააკეთა კატალონიელების მარცხენა მცველმა.