ესპანური “ვალენსიის” გოლკიპერი დიეგო ალვეში კატალონიის “ბარსელონას” ინტერესის სფეროში მოექცა. კატალონიური კლუბი უახლოეს მომავალში მოლაპარაკებებს გამართავს და გაირკვევა შესაძლებელია თუ არა ბრაზილიელი მეკარის ტრანსფერის განხორციელება.
შეგახსენებთ, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერები” ახალი მეკარის ძიებაში მას შემდეგ არიან, რაც კლუბის ძირითადმა კარის დარაჯმა ვიქტორ ვალდესმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.
დიეგო ალვეში “ვალენსიას” 2011 წლის ზაფხულში შეუერთდა და კლუბთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“ბარსა” დიეგო ალვეშთან მოლაპარაკებებს დაიწყებს
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.