მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა: ”მე უკეთესი ვარ ლეოსთან ერთად, ხოლო ის ჩვენთან ერთად საუკეთესოა.”

ინიესტა: ”მე უკეთესი ვარ ლეოსთან ერთად, ხოლო ის ჩვენთან ერთად საუკეთესოა.”

ანდრეს ინიესტამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მას დიდი სურვილი აქ კარიერის ”ბარსაში” დამთავრების. ”მე ვიმედოვნებ და ვოცნებობ, რომ კარიერა კამპ ნოუზე დავამთავრო. ”ბარსელონაში” 12 წლის ასაკში ჩავირიცხე და კატალონიაში მასწავლეს ის ყველაფერი, რასაც ახლა მოედანზე ვაკეთებ. თუ რამდენი ხანი გავჩერდები აქ ეს ჩემზეა დამოკიდებული, მთავარია ფორმიდან არ ამოვვარდე, როდესაც უკვე ვიგრძნობ, რომ ვერ ვიხარჯები 100%-ით მე თვითონ წავალ აქედან.”

 ”მე უკეთესი ვარ ლეოსთან ერთად, ხოლო ის ჩვენთან ერთად საუკეთესოა”

 მოგეხსენებათ ანდრესიც და ლეოც წარდგენილები იყვნენ ოქროს ბურთის ცერემონიალზე, მაგრამ ინიესტამ განაცხადა, რომ მიუხედავად ამ კონკურენციისა მესი ყოველთვის მის მეგობრად დარჩება. ”თითოეული ფეხბურთელის ბოლომდე გარჯა – აი ეს ხდის კლუბს საუკეთესოს. ”ბარსა” მესისთან ერთად უკეთესია, ხოლო მესი ”ბარსასთან” ერთად საუკეთესო. ფეხბურთი არ არის ინდივიდუალური სპორტი, არამედ გუნდური და ყოველი ფეხბურთელი კარგი თამაშით უფრო ძლიერს ხდის თანაგუნდელს.

 2012 წლის ”ოქროს ბურთის” ნომინაციის ფინალისტი, ინიესტა თვლის, რომ მისი საოცარი პროგრესის მიზეზი არის სტაბილურობა მოედანზე თუ მოედნის გარეთ.

 2012 წელი ანდრესისთვის

 ინიესტა აღიარებს, რომ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის მოგება მისი საუკეთესო მოგონება იყო შარშანდელი წლის განმავლობაში, ასევე დაამატა: ”2013 წელს ჩემთვის მთავარი ჯანმრთელობაა და რაც მთავარია კარგად ვარჯიში. ყველანაირად უნდა მოვერიდო ტრავმებს. მაგრამ ჩემთვის ჯანმრთელობა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მივიღო სიამოვნება იმისგან რასაც ვაკეთებ, მოედანზე თუ მოედნის გარეთ.”

 აბიდალისა და ტიტოს მხარდაჭერა

 ინიესტამ ასევე მოიხსენა ”ბარსასთვის” სამწუხარო ფაქტი, ტიტოსა და აბიდალის ავადმყოფობა. ესპანელი ნახევარმცველი საუბრობს, თუ როგორ გავლენას ახდენს ეს გუნდზე: ”ესეთი მომენტები ძალიან რთულია, განსაკურთებით მათთვის და მათი ოჯახისთვის. ჩვენი ვალდებულებაა მათ გვეერდში ვიდგეთ და ყველანაირი დახმარება გავუწიოთ, რომელიც ჩვენ შესაძლებლობებს არ აღემატება. ყველა უარყოფით მხარეს დადებითი მხარეც აქვს. ზუსტად ასეთი რთული ეპიზოდები აძლიერებენ გუნდს.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში