workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილანოვა ნიუ–იორკში მარტის ბოლომდე დარჩება

ვილანოვა ნიუ–იორკში მარტის ბოლომდე დარჩება

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ტიტო ვილანოვა ყელზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ქიმიოთერაპიის კურსს ნიუ–იორკში იტარებს, ამის გამო ის ესპანეთში მარტის ბოლომდე ვერ დაბრუნდება.

ადრე ვარაუდობდნენ, რომ მკურნალობის პროცესში ის რამდენჯერმა მოახერხებდა ბარსელონაში ჩაფრენას, თუმცა შემდეგ გადაწყდა, რომ მწვრთნელისთვის უმჯობესი იქნება, თუკი ზედმეტად არ დაიტვირთება დიდხნიანი ფრენებით. ამის გამო ის მარტის ბოლომდე ამერიკაში დარჩება, იტყობინება “El Mundo Deportivo”.

ტიტო ვილანოვას არყოფნის დროს გუნდს მისი ასისტენტი, ჟორდი როურა გაუძღვება, რომელიც მუდმივად კავშირზეა ვილანოვასთან და ყველა გადაწყვეტილებას მასთან ათანხმებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward