სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდეთ, იმედია, მკითველი არ გამინაწყენდება, თუ ოდნავ შორიდან მოვუვლი. როგორც ყველას მოგვეხსენება, გუარდიოლამ ბარსელონაში დაამკვიდრა ტრადიცია, რომელიც გულშემატკივრებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს: კატალონიელთა ოფიციოზი და ფეხბურთელები მსაჯებზე არ საუბრობენ. ამ ტრადიციამ გაგრძელება ვილანოვას ეპოქაშიც ჰპოვა, თუმცა ბოლო კლასიკოში განვითარებულმა მოვლენებმა როგორც სჩანს ფეხბურთელებს მოთმინების ფიალა აუვსო და გადაწყვიტეს ხმის ამოღება. მესის არარსებული თამაშგარის დაფიქსირება და ფაქტობრივად წართმეული გოლი არც კი ღირდა განხილვის თემად, სამაგიეროდ ალბამ განაცხადა, რომ ესიენის ბუცების ნაკვალევი ახლაც ეტყობა, ინტერნეტი მოიარა არელოას და ალონსოს უმსგავსო საქციელმა, როცა ერთმანეთის მიყოლებით, ვითომ მეგობრულად ურტყავენ მესის ხელს სახეშ და მის პროვოცირებას ცდილობენ. ალვეშმა გააკეთა მკაფიო და არაორაზროვანი განცხადება და განმარტა, რომ ერთ ეპიზოდში რონალოდს მხრიდან თამაშის წესის დარღვევა იმდენად აშკარა იყო, რომ საპირისპირო შემთხვევაშ თავად იგი ალბათ წითელსაც მიიღებდა, მაგრამ არბიტრმა არ ისურვა განმეოლებით კლასიკოზე “ურონალდობა”. საღად მოაზროვნე საზოგადოებას არც მესი-კარვალიუს ეპიზოდი გამორჩენია, როდესაც ეს უკანასკნელი მსაჯმა კვლავაც დაინდო და არ უჩვენა მეორე ყვითელი ბარათი.
ეს არის იმ მომენტების სრული ჩამონათვალი, რომლებაც შეიძლება იქონიოს და უკვე იქონია გავლენა ორმატჩიანი დაპირისპირების საბოლოო შედეგზე (წვრილმან გადაცდომებზე აღარ შევჩერდებით, შეგიძლიათ აქ ნახოთ):
[media=http://www.youtube.com/watch?v=jGS-X1ZMhMc]
ერთი სიტყვით, მადრიდელთა მოულოდნელად, გაბედეს და ამაზე ხმა აიმაღლეს კატალონიელებმა, ამიტომაც საჭირო გახდა საპასუხო ზომების მიღება და კარგად გამოცდილი მადრიდული შავი (გნებავთ თეთრი) პიარის ჩართვა. ბოლოხანს მაურინიოსთან ვითომდა დაპირისპირებულმა “მარკამ” მაშინვე გამოაცხო ძმები გრიმებისათვისაც კი შეშაშური ზღაპარი: აქაოდა მესიმ საავტომობილო ავტოსადგომზე არბელოა აუგად მოიხსენია და კარანკას მაურინიოს მარიონეტი უწოდაო. მოდით ნუ მივიღებთ იმას მხედველობაში, რომ მესიმ თუ ეს თქვა სწორადაც უთქვამს, უბრალოდ დავფიქრდეთ იმაზე, თქვა თუა რა საერთოდ. ამაზე არ საუბრობენ თავად “დაზარალებულებად” მოხსენიებული კარანკა და არბელოა, ამ “საზარელი” ფაქტის გახმიანება თავის თავზე გმირულად აიღო ხოსე კალეხონმა, რომელიც, როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ამ ამბის ერთადერთი მოწმეც თავადაა. სამაგიეროდ იმავე ავტოსადგომისთვის მადრიდულ პრესას ამხელა ყურადღება არ მიუქცევია მაშნ, როდესაც იქ მაურინიო უამრავი მოწმის თვალწინ მსაჯს “ვენდეტას” უწყობდა.
მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ კალეხონის მიერ მიცემულ “ჩვენებაში” ფაქტობრივი შეცდომებიც მრავლად იყო (მის მიერ დასახელებულ დროს მესი უკვე აეროპორტისკენ მიემართებოდა) და მადრიდელები შეიძლებოდა უხერხულ მდგომარეობაშ ჩავარდნილიყვნენ, ახალ პიარის მეორე ელემენტი, ტელევიზიები მოიშველიეს, რომლებიც ცდილობენ სხვადასხვა შენელებული კადრებითა და ექსპერტებით დაადასტურონ, რომ მესიმ ერთ მომენტში მადრიდელთა სათადარიგო სკამის მიმართულებით გადააფურთხა.
აღნიშნულ თემას ტვიტერზე “რეალის” ყოფილი დამრიგებელი ბერნდ შუსტერიც გამოეხმაურა, გთავაზობთ მისი განცხადების ციტატას: “არ მესმის, რატომ ცდილობენ პროფესიონალი ადამიანის დისკრედიტაციას, ვინც არ უნდა იყოს და რომელი გუნდიდანაც არ უნდა იყოს, ვინმემ დაინახა ის, რაზეც საუბრობენ? მე არა!”

დიახ მეგობრებო აქ გაზვიადებულია რაფერია, ზუსტად აქამდე მიდის მადრიდული შავი პიარის მანქანა, თანაც მიზანში რატომღაც მაინც და მაინც მესია ამოღებული. რთული სათქმელია, მადრიდში მართლა ჯერათ, რომ ამის გამო შესაძლოა მესის ამრთლა მისცენ დისკვალიფიკაცია თუ უბრალოდ მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენას ცდილობენ, მაგრამ ერთი ფაქტია, ამ დროს რთულია არ გაგახსენდეს კარლეს პუიოლის საქციელი, რომელმაც ფეხბურთი უფრო წინ დააყენა, ვიდრე მადრიდელთათვის “საქმის გაფუჭების” სურვილი და პიკეს სანთებელა ხელიდან გააგდებინა. პასუხი შესანიშნავია, ვერაფერს იტყვი..
თორნიკე რაზმაძე
