მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალბა “მესტალიაზე” ბრუნდება

ალბა “მესტალიაზე” ბრუნდება

მოგეხსენებათ კვირას კატალონიის “ბარსელონა” “ვალენსიას” დაუპირისპირდება “მესტალიაზე”. ვილანოვას გუნდის მარცხენა მცველი ხორდი ალბა, იქ ბრუნდება სადაც 3 ბედნიერი წელიწადი გაატარა:“მე ძალიან აღელვებული ვარ, რადგანც “მესტალიაზე” ვბრუნდები. ძალიან მინდა იქაური ხალხის და ფანების ნახვა. “ვალენსიამ” მომცა შანსი, რომ “პრიმერაში” მეთამაშა.”

 

ახალგაზრდა ესპანელმა, რეალთან შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელიც 1-1 დასრულდა: “ჩვენ გაცილებით მეტი ბურთის გატანა შეგვეძლო. როგორც ყოველთვის თამაშს ვაკონტროლებდით, თუმცა მადრიდელებსაც ჰქონდათ რამდენიმე შესანისნავი შანსი. უპირატესობას “კამპ ნოუ” გვანიჭებს, განმეორებით შეხვედრას, ხომ სწორედ საკუთარ კედლებში გავმართავთ. უნდა აღვნიშნო, რომ მომავალ “კლასიკომდე” რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება, როგორც ლა ლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე.“

ხორდიმ საკუთარ თავზეც თქვა ცოტა რამ:“ოცნება ახდა და მე სახლში დავბრუნდი. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს წლებია ამ გუნდში ვთამაშობ. მე მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ღირსებას ვიცავ,” განაცხადა ალბამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში