კატალონიის “ბარსელონას” მწვრთნელმა, ხორდი როურამ ესპანეთის “სამეფო თასის” 1/2 ფინალზე ისაუბრა, სადაც მისი გუნდი მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ხვალ, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება:
“როგორც ყოველთვის, ჩვენ ხვალაც მოსაგებად ვითამაშებთ. ჩვენ მადრიდელებს საკუთარ ფეხბურთს შევთავაზებთ და ასე შევეცდებით წარმატების მიღწევას. არ ვთვილი, რომ მოურინიოს გუნდზე ფეხბურთელების არყოფნა იმოქმედებს. რთული მატჩი გველის წინ, “რეალი” ყოველთვის ძლიერი და მოტივირებული მოწინააღმდეგეა,” განაცხადა ხორდი როურამ.
