“ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ჩავი ერნანდესმა კომენტარი გააკეთა და კლუბში დარჩენის გამო კმაყოფილება გამოთქვა.
“ჩემთვის, ეს განსაკუთრებულია დღეა, რადგამ ისევ იმ კლუბში ვითამაშებ, რომელშიც მსურს კიდეც კარიერის გაგრძელება. უპირატესობას ყოველთვის “ბარსელონას” ვანიჭებდი. თავის მხრივ, ძალ-ღონე არც კლუბმა დაიშურა, რისთვისაც მადლობელი ვარ. შევეცდები, გუნდს მთელი ჩემი ენერგია მვოახმარო, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ კიდევ არაერთი ფეხბურთელია, რომელსაც ჩემს პოზიციაზე თამაში შეუძლია. მათ ეს უკვე დაამტკიცეს. “ბარსელონა” უჩემოდაც ასევე ითამაშებს.”
